ემიგრაცია

Thursday, June 24, 2010

ემიგრაცია

ემიგრაცია - პოლიტიკური, ეკონომიკური ან პირადი მიზეზებით უცხო ქვეყანაში მცირე ხნით ან მუდმივად საცხოვრებლად წასვლა.
პოლიტიკური მიზეზებით ემიგრაცია, როგორც წესი, რეპრესული რეჟიმის თანმხლები მოვლენაა, როდესაც რეპრესიის შიში ან გაბატონებული რეჟიმისათვის ლოიალობის გამოცხადების აუცილებლობა მოქალაქეებს აიძულებს უცხო ქვეყანას შეაფარონ თავი.
ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაცია საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისათვისაა დამახასიათებელი. კაპიტალიზმის ეპოქაში, მას შემდეგ რაც სამუშაო ძალამ საქონლის სახე შეიძინა, კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად, მუშახელი ერთი ქვეყნიდან მეორეში შედარებით თავისუფლად გადაადგილდება.

No comments:

Post a Comment