ემიგრაცია

Friday, June 25, 2010

ემიგრანტები საბერძნეთში

საბერძნეთში უმარავი ქართველი ცხოვრობს. ”ცხოვრობს” პირობითი ნათქვამია, თორემ ემიგრანტ ქართველთა უმეტესობა ჯოჯოხეთშია - თავდაუზოგავი შრომა, ბევრი დამცირება, მუშაობა დამლაგებლად, მოსამსახურედ, ბავშვებისა და მოხუცების მომლელად. ზოგს დღის შუქზე გამოსვლისაც ეშინია, რადგან არალეგალია და თუ პოლიცია მისი პიროვნებით დაინტერესდება, დეპორტი არ ასცდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, ანუ სამშობლოში შიმშილით სიკვდილს დუელი უნდა გამოუცხადოს.
საბერძნეთის ”ქართველ მონებს” დასვენების უფლება მხოლოდ კვირას აქვთ, თუმცა ამ დღესაც ცდილობენ, რამდე ერთ-დღიანი სამსახური იშოვონ... კვირას, საღამოობით, ქართველები ”ომონიაზე” იკრიბებიან სადაც ერთმანეთს დარდსა და სიხარულს უზიარებენ, ტირიან და მონატრებულ ადამიანებს ერთად იხსენებენ... ქართველ ემიგრანტებს საბერძნეთში მხოლოდ საელჩოს იმედი აქვთ, თუმცა ეს თოერიულად, თორემ საბერძნეთის ქართული საკონსულო ყველაფრითაა დაკავებული, გარდა იმისა, რომ ხალხს ყურადღება მიაქციოს. ემიგრანტ ქართველს გული რომ მისდიოდეს და საოკუნსულოში დარეკოს, უბრალოდ, არავინ უპასუხებს.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდნეტობის დროს საკონსულო საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, მიხალაკოპულოსის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში მდებარეობდა, შესასვლელი ჩაბნელებული იყო, ხალხი კიბეზე საათობით იჯდა და ელოდა, როდის ინებებდა კონსული მიღება. ისე, თუ ფულს გადაიხდიდი, კი, ბატონო, ურიგოდ შეხვიდოდი და ყველაფერს წამში მოგიგვარებდნენ. მერე, ”ვარდების რევოლუცია” რომ მოხდა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობა მოვიდა, სიტუაცია შეიცვალა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მდგომარეობა ისევ ძველებურ რეჟიმს დაუბრუნდა.

საერთოდ, უცხოეთში ქვეყნის სახე საკონსულო და საელჩოა, მაგრამ როცა ეს დიპლომატიური უწყბები თავისი ხალხის ბედით არაა დაინტერესებული, ყველანაირ იმიჯზე ლაპარაკი ზედმეტია. ალბათ, სწორედ ამით აიხსნება, რომ ადგილორბირვთა უმეტესობამ საქართველოს შესახებ არაფერი იცის. ცხადია, არც ის იციან, რომ უძველესი მართლმადიდებლური ქვეყანაა. სამაგიერიოდ, იციან, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში მყოფი რეგიონია, რომელიც ძალიან ღარიბი და გაჭირვებულია.

საელჩო, ასევე, ვალდებულია, დააარსოს ქართული სკოლები, რომ უცხოობაში დაბადებულ ქართველ ბავშვებს ქართულის სწავლა შეეძლოთ, მაგრამ საბერძნეთში ქართული სკოლა, ცხადია, არ არსებობს. საერთოდ, დიპლომატიურ უწყებებში, როგორც გარედან ჩანს, ბევრი ფული შედის, სხვა თუ არაფერი, უმნიშვნელო საბუთის აღებაც ოთუზბირი ჯდება. სად მიდის ეს ფული?

ერთი ქალბატონი ასეთ ისტორიას მოჰყვა: საკონსულოში საბერძნეთის რუკა იყო გაკრული, რომელზეც პატარა წითელი და მწვანე დროშებით რაღაცეები ყოფილა აღნიშნული. ქალბატონი დაინტერესებულა ამ დროშებით და განუმარტავთ: მწვანე დროშები იმის მანიშნებელია, რომ ამ ადგილას ვიქეიფეთ, წითელი დროშები კი იმას ნიშნავს, რომ არ გვიქეიფიაო?!

საბერძნეთის დასაქმების ცენტრებში ქართველ ქალებზე დიდი მოთხოვნაა, თითქმის ყველა, ძიძად, ქართველს ეძებს...

No comments:

Post a Comment