ემიგრაცია

Thursday, June 24, 2010

ემიგრანტები

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან 1,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ არის გასული. ოფიციალური სტატისტიკის დადგენა ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ემიგრანტთა ძირითადი ნაწილი – დაახლოებით 80% – არალეგალური სტატუსით იმყოფება უცხო ქვეყანაში. მათ შორის ახალგაზრდობა ჭარბობს. პროფესიით მხოლოდ 5,1% მუშაობს, 67,5% კი – ფიზიკურად. უმეტეს შემთხვევაში, წასვლის მიზეზი მატერიალური სიდუხჭირეა. რატომღაც გვგონია, უცხოეთში გამგზავრებით პრობლემები გადაიჭრება… რომ იქ ყველაფერი იოლია და თავისით მოდის… მაგრამ ეს ასე არ არის! ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა ვერ გადაწონის იმ სულიერ ტკივილს, რასაც ემიგრანტი განიცდის. ვისაც არასოდეს უტარებია ემიგრანტობის ტვირთი, მისთვის ძნელია გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რაც უცხოობაში მყოფ ადამიანს სამშობლოს მიტოვებისთანავე ექმნება. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” გაესაუბრა ემიგრანტებს და სცადა, ნათლად ეჩვენებინა ის სევდა, მონატრება, სიყვარული, რაც დღემდე გააჩნიათ საქართველოდან კილომეტრებით დაშორებულ ქართველებს. მჯერა, მათი ნაამბობის მოსმენით ბევრს გაუქრება საზღვარგარეთ წასვლის სურვილი.

No comments:

Post a Comment