ემიგრაცია

Friday, June 25, 2010

მიტინგი

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" პარლამენტის შენობასთან ხვალ "საყოველთაო-სახალხო მიტინგს" გამართავენ .

”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ორგანიზაციის წევრები საქართველოს ხელისუფლებას ემიგრანტების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.

"ქართველმა ემიგრანტებმა პარლამენტის შენობასთან 24 მაისის გამაფრთხილებელი მიტინგი გავმართეთ, 3 ივნისიდან კი ვატარებთ ყოველდღიურ საინფორმაციო მიტინგებს ხალხმრავალ ადგილებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოგვეხმაურენ, რის გამოც დადგა პერმანენტული, მათ შორის, მჯდომარე აქციების გამართვის საჭიროება ემიგრანტთა ოჯახის წევრთა ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისათვის. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვის მანძილზე, ხოლო თუკი ამის შემდეგაც მთავრობის მხრივ ამგვარი უსულგულო დამოკიდებულება იქნება გამოვლენილი, ჩვენ მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, აქციების ჩატარება იგეგმება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან.

ამასთან. ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები~ მოითხოს, რომ ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის მათ მდგომარეობას უცხოეთში და იბრძოლებს მათთვის სულ მცირე იმავე პირობების შესაქმნელად, როგორიც აქვთ საქართველოში ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს.

გარდა ამისა, "ემიგრანტები" მედიის თავისუფლების დაცვას, გახმაურებული მკვლელობების ობიექტურ გამოძიებას, აგვისტოს ომის მიზეზების დადგენას და სხვა პოლიტიკურ მოთხოვნებსაც აყენებენ.

No comments:

Post a Comment